ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებამდე.
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს moimarage.ge ვებ-გვერდთან (იგულისხმება „ვებ-გვერდი“, რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებმისამართზე: https://moimarage.ge/) დაკავშირებულ ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლაინ სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან (მომხმარებლისგან) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე info.moimarage@gmail.com
მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა(როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქციის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.
ინფორმაციის განახლება და შეცვლა
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.
ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.
იურისდიქცია
წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით და ვებგვერდის საშუალებით ჩვენი მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ.თბილისში და დავის არსებობის შემთხვევაში მას განიხილავს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ წარმოშობს თქვენსა და ჩვენს შორის პარტნიორობას, სამსახურებრივ ურთიერთობას ან წარმომადგენლობას. წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნია მესამე მხარე ბენეფიციარი. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ან აღსასრულებლად გამოუსადეგრად, მაშინ ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი შედგენილ იქნება შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი ნაწილები დარჩება ძალაში.
ვადასტურებ, რომ შემისრულდა 18 წელი
ვადასტურებ, რომ გავეცანი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს და თანხმობას ვაცხადებ მასზედ, რომ შპს "მოიმარაგე7", ან/და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, პირებმა ან/და პარტნიორებმა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, მათ შორის და არა მხოლოდ მარკეტინგული ან/და სარეკლამო აქციების შესახებ ჩემი ინფორმირების მიზნით, განახორციელონ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს ჩემს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი) დამუშავება (შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება).
აქვე ვადასტურებ, რომ მაქვს უფლება ზემოთ მითითებული პირებისგან ნებისმიერ დროს მოვითხოვო ჩემს შესახებ მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დამუშავებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და მისი გაცნობა, რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკმაყოფილებული ინფორმაციის დამმუშავებლის მიერ. მონაცემთა დამმუშავებელი ადასტურებს, რომ ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება მხოლოდ აქ მიზნების განსახორციელებლად და იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მისი უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და არ მოხდება ასეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ან მისი გადაცემა სხვა მესამე პირებისათვის, გარდა აქ მითითებული პირებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მონაცემთა დამმუშავებელი ადასტურებს რომ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლების ინფორმირების მიზნებისათვის და დამუშავებული მონაცემები დაუყოვნებლივ განადგურდება მომხმარებლის პირველივე მოთხოვნისთანავე.
კომპანია მიიღებს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები იყოს დაცული და არ მოხდეს მათი შემთხვევითი, მიზანმიმართული ან/და უკანონო გავრცელება ან მოხმარება არაუფლებამოსილ პირთა მიერ.
ვაცხადებ თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები შეინახოს მონაცემთა ბაზაში.
- საკონტაქტო ინფორმაცია:
- შპს"მოიმარაგე7"
- ს/კ: 405770820
- 593503090; 557565031
- info.moimarage@gmail.com