ნივთის დაბრუნების პირობები
ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის დაბრუნება ან სხვა პროდუქტით ჩანაცვლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ნივთი არის დაზიანებული, დეფექტური ან არ შეესაბამება შეკვეთის დროს მითითებულ ინფორმაციას. მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს დაბრუნების მოთხოვნა პროდუქტის მიღებიდან ორი დღის ვადაში და დაუკავშირდეს მაღაზიას შესაბამისი საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
დაბრუნების ან შეცვლის პროცედურის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში, არ არის გამოყენებული და დაცულია მისი ორიგინალური შეფუთვა. აღნიშნული პირობები აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს პროდუქტის მდგომარეობის შემოწმება და მოთხოვნის ობიექტურად განხილვა.
მაღაზია იტოვებს უფლებას უარი თქვას დაბრუნების ან შეცვლის მოთხოვნაზე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია არასწორი გამოყენებით, შენახვის პირობების დარღვევით ან სხვა გარემოებით, რომელიც არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან.
დაბრუნების მოთხოვნის დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის დაბრუნების პროცედურისა და შემდგომი მოქმედებების შესახებ.